უმრავლესობის აზრით, წამლების და მომსახურების ფასი ჯანდაცვის ყველაზე დიდი პრობლემაა – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, უმრავლესობის აზრით, წამლებისა და სამედიცინო მომსახურების საფასური ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემაა.

კითხვაზე, “თქვენი აზრით, რა არის ამჟამად ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა? მაქსიმუმ 3 პასუხი”, პასუხები ასე ნაწილდება:

წამლების საფასური – 68%
სამედიცინო მომსახურების/ექიმთან ვიზიტების საფასური – 40%
ექიმების და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის/კვალიფიკაციის ნაკლებობა – 28%
წამლების დაბალი ხარისხი – 28%
საავადმყოფოების და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა -15%
ბიუროკრატია ჯანდაცვის სისტემაში – 8%
ცუდი ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა საავადმყოფოებში – 5%
სამედიცინო საშუალებების ფასი (როგორიცაა პირბადე, ხელის დეზინფექციის საშუალება და ა.შ.) – 5%
ცუდი სანიტარული პირობები საავადმყოფოებსა და კლინიკებში – 4%
სხვა – 2%
ჯანდაცვის სისტემაში არ არის პრობლემები – 6%
არ ვიცი – 2%
NDI-ის კვლევის თანახმად, წამლების საფასური და ხარისხი პატარა ქალაქების მოსახლეობას შედარებით მეტად აწუხებთ.

კვლევის მიხედვით, წამლებისა და სამედიცინო მომსახურების საფასური ყველაზე დიდ გამოწვევად 2020 წლის შემდეგ სახელდება.

banner
წინა სტატიაშიწლის მთავარი მარკეტინგული და ინსპირაციული ღონისძიება Spotlight ბრუნდება – პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
შემდეგი სტატიაNDI: 67% ამბობს, რომ მისაღებია საქართველო გახდეს NATO-ს წევრი, 18%-სთვის ეს მიუღებელია, ხოლო 14%-მა არ იცის