უმრავლესობაში ჩვენი ყოფნის რესურსი იწურება – “სოციალ-დემოკრატები” მმართველი გუნდის დატოებას აპირებენ

საპარლამენტო უმრავლესობას უახლოეს პერიოდში “სოციალ-დემოკრატები” დატოვებენ. ამის შესახებ განცხადება გია ჟორჟოლიანმა გააკეთა. მისი თქმით, ის ვეღარ ხედავს მმართველ გუნდში დარჩენის რესურსს.

„უმრავლესობაში ჩვენი ყოფნის რესურსი თანდათან იწურება. ვფიქრობ, რომ ამოიწურა ტაქტიკურად და დროის ამბავია როდის გაფორმდება ეს ამბავი და ეს არ არის თვეების ამბავი, ეს არის უფრო მალე. შეიძლება კვირის ან კვირების ან დღეების. რადიკალური ცვლილებებია განსახორციელებელი ეკონომიკის და სოციალური პოლიტიკის სფეროში,“-განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

banner
წინა სტატიაში1-2 მარტს ისტერნ პრომოუშენსი და თიბისი სტატუსი წარმოგიდგენთ ლეგენდარულ ჯაზ გიტარისტ პეტ მეთინის!
შემდეგი სტატია“ივანიშვილისთვის კაპიკია გუნდის წევრების ფასი”- ნინო გოგუაძე