უმრავლესობამ არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე რეზოლუცია დაარეგისტრირა

„ოცნებაში“ ახალი განხეთქილება მზადდება?!

საპარლამენტო უმრავლესობამ რეზოლუცია დაარეგისტრირა, რომლითაც არჩილ ტეტუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის გამო პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს, ოჯახისთვის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შესვლას მოითხოვს.
რეზოლუციით საქართველოს პარლამენტი ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს დაკავებული საქართველოს მოქალაქეების – ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაუყოვნებლივი გადმოცემა საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.
პარლამენტი რეზოლუციის პროექტს – „საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე” – მომდევნო კვირის პლენარულ სხდომაზე განიხილავს და უყრის კენჭს.

banner
წინა სტატიაშიახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ემუქრებიან და ქართულ-აფხაზური პროექტების შეწყვეტას სთხოვენ
შემდეგი სტატიასაია, მოსამართლეთა უვადოდ გამწესების წესზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს