უმრავლესობა IRI-ს ქართული ოფისის ხელმძღვანელებს ხვდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელებს ხვდებიან. დისკუსიის მთავარი თემა გუშინ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებია, რომელიც მმართველი პარტიის წარმომადგენელთა აზრით, საზოგადოების რეალურ განწყობებს არ ასახავს.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს ეჭვი შეაქვთ IRI-ს მიერ დაქირავებული კომპანიის კომპეტენციაში, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისთვის კვლევის საველე სამუშაოებს ატარებს.
IRI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელებს შეხვედრის დაწყებამდე კომენტარები არ გაუკეთებიათ. შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისტიქიამ ქედის რაიონში სოფლები დააზიანა
შემდეგი სტატიამოზარდების მკვლელობაში ერთი ბრალდებული სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, მეორე კი დამნაშავედ