უმრავლესობა არ დაიშლება და არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება-კალაძე

რანაირი უმრავლესობა არ დაიშლება და არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, შესაძლოა, გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეს უმრავლესობის დაშლის სურვილი, მაგრამ ეს არ მოხდება.

„ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები უმრავლესობიდან გასვლასთან დაკავშირებით. ეს იყო ცხელ გულზე გაკეთებული განცხადება. რა თქმა უნდა, იქნება კომუნიკაცია, შეხვედრები და უფრო დაზუსტებული გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მთავარია, გუნდის შენარჩუნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, სტაბილურობა და ბოროტ ძალებს არ მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ქვეყაანაში გამოიწვიონ დაპირისპირება,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი – ომი უნდა, არჩევნების ეშინია
შემდეგი სტატიაკოპალიანი – ხოშტარია და ბოკუჩავა თავს დამესხნენ, დეპუტატის ბარათი გამიჭრეს