“უმნიშვნელოვანესია ამ საერთაშორისო წვრთნის როლი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის” – პრეზიდენტი “ღირსეული პარტნიორი 2020-ზე”

საქართველოს პრეზიდენტი “ღირსეული პარტნიორი 2020-ის” სწავლებას მიესალმება, სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს.

“მივესალმები მრავალეროვნულ სწავლებას “ღირსეული პარტნიორი 2020“, რომელშიც საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად მონაწილეობას იღებენ NATO-ს ოთხი წევრი ქვეყნის – აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და პოლონეთის წარმომადგენლები.

უმნიშვნელოვანესია ამ საერთაშორისო წვრთნის როლი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცებას ემსახურება,” – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 45 პირიდან კორონავირუსი ერთს დაუდასტურდა
შემდეგი სტატიასერგი კაპანაძე : საზოგადოებას სრულიად სხვა მოთხოვნები აქვს, ვიდრე ერთი კონკრეტული პოლიტიკოსი დაბრუნდება თუ არა საქართველოში