ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალში თამაზ გინტურის მკვლელობას ეხმაურება და დაღუპულის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
“უმკაცრესად ვგმობთ საქართველოს საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ფატალურ შემთხვევას, საქართველოს მოქალაქის მკვლელობას! რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების მიერ ძალის გამოყენება მიუღებელია. თანავუგრძნობთ დაღუპულის ოჯახს!” – ნათქვამია განცხადებაში.