უმჯობესი იქნებოდა ზოგადად იმის გააზრება, თუ რას ნიშნავს ვეტო – გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებით, ვეტო არ არის მტრობა და დაპირისპირება. სპეციალურად გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე მან პრეზიდენტის ვეტოზე ისაუბრა, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა სასამართლო რეფორმის მესამე ტალღას დაადო.

„უმჯობესი იქნებოდა ზოგადად იმის გააზრება, თუ რას ნიშნავს ვეტო. ვეტო კი ნიშნავს არა მტრობას ან რაღაც პოლიტიკურ დაპირისპირებას, არამედ ეს არის საკანონმდებლო პროცესში დახმარება, უკეთესის შექმნის კონსტიტუციური მექანიზმი. შესაბამისად, პრეზიდენტის მოტივაცია ყოველთვის, ვეტოს გამოყენების დროს, არის თანამშრომლობის მცდელობა, რაც ძალიან ჩვეულებრივი პროცესია. სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ ვერ მოხდა ამ მარტივი ჭეშმარიტების გააზრება, რომ დემოკრატია სწორედაც გულისხმობს განსხვავებული აზრის ქონას,“ – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

banner
წინა სტატიაშიპროტესტის უკიდურესი ფორმა – ზუგდიდში 5-მა მოშიმშილემ პირი ამოიკერა
შემდეგი სტატიაბათუმის ორ საჯარო სკოლაში აფხაზური ენის შემსწავლელი ჯგუფები გაიხსნა