უმეროვი: უკრაინას სურს და იქნება ნატოს წევრი ქვეყანა

უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვის განცხადებით, უკრაინა არ ცვლის პოზიციას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან ბრიუსელში, „რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

უმეროვი გამოეხმაურა აშშ-ის თავდაცვის მდივნის პიტ ჰეგსეტის განცხადებას, რომლის თანახმადაც, უკრაინის ნატოში გაწევრიანება არარეალურია.

უკრაინის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევის პოზიცია უცვლელია – უკრაინას სურს, იყოს ნატოს წევრი ქვეყანა და ის გახდება ასეთი ქვეყანა.

მისივე თქმით, უკრაინა ასევე იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

„ჩვენ ვინარჩუნებთ თავდაცვისუნარიანობას და შეგვიძლია ამის გაკეთება. გვაქვს ჩვენი პრიორიტეტები, ნებისმიერ დასკვნას ჩვენს ხალხთან ერთად ვაკეთებთ“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

უმეროვის თქმით, „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრები თავდაცვის დახმარებაზეა ფოკუსირებული, ხოლო „ყველა პოლიტიკური საკითხი განხილული იქნება არა თავდაცვის მინისტრების მიერ“, არამედ სხვა დონეზე.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: თუ უკრაინა ნატოში არ იქნება, მაშინ ის ნატოს საკუთარ ტერიტორიაზე ააშენებს
შემდეგი სტატიაგაიგე რა შეთავაზებები მოგიმზადათ თიბისი კონცეპტმა 14 თებერვალს