უმძიმესი სანახავია ის, რომ რაც პუტინმა 2008 წელს ტანკებით ვერ შეძლო, ახლა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისა და დღევანდელი ხელისუფლების ხელით მიღწეული აქვს – ხაბეიშვილი

უმძიმესი სანახავია ის, რომ რაც პუტინმა 2008 წელს ტანკებით ვერ შეძლო, ახლა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისა და დღევანდელი ხელისუფლების ხელით მიღწეული აქვს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც ის პარტიის ლიდერებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლებისთვის პატივის მისაგებად მივიდა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, თითოეული ქართველის ვალია, რომ დაღუპული მებრძოლების თავდადება დაფასდეს.

“2008 წლის აგვისტომ ომის დროს გმირებმა შეძლეს და ტერორისტ პუტინს წინააღმდეგობა გაუწიეს. უმძიმესი სანახავია ის, რომ რაც პუტინმა მაშინ ტანკებით ვერ შეძლო, ახლა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისა და დღევანდელი ხელისუფლების ხელით მიღწეული აქვს. თითოეული ქართველის ვალია, რომ ამ ბიჭების ვაჟკაცობა დაფასდეს. 15 წლის თავზე არ უნდა გვქონდეს ისეთი რეალობა, რომ რუსული საოკუპაციო რეჟიმის პირობებში ვიღვიძებდეთ. დიდება გმირებს! მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ, თავისუფლებისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხი გაიმარჯვებს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ძალები საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებიდან – ნაუსედა
შემდეგი სტატია2008 წლის 7 აგვისტოდან, რუსეთის მხრიდან საქართველოში აქტიური სამხედრო ინტერვენციის დაწყებიდან 15 წელი გავიდა – ეს ტრაგედია დღემდე გრძელდება – ჯაფარიძე