“უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ჰქონდა მარჯვენა ზედა კიდურის სრულიმ ამპუტაცია, იდაყვის სახსარში. ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში. როგორც ვიცი უკრაინელები არიან. დანარჩენი ხუთი პაციენტიდან, ახალგაზრდა მამაკაცს და ქალბატონს წელის არეში აქვთ წელის მალების განივი მორჩების მოტეხილობა. ერთ ქალბატონს აქვს მხრის ძვლის მოტეხილობა, ცდომის გარეშე, ორი ქალბატონი არის დაჟეჟილობებით” ,_ განაცხადა პრაიმ ტაიმის ინფორმაციით, ზესტაფონის კლინიკა ფერომედის რეანიმაცია-ანესთეზიის სამსახურის ხელმძღვანელმა, თამარ მახათაძემ ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთ-ერთ დაშავებულზე.
ცოტა ხნის წინ ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ცნობილია, რომ ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქე ტურისტები არიან და თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მიემგზავრებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

















