უმცირესობის მიერ გამოთქმული შენიშვნები ლოგიკას მოკლებულია- ნარმანია ბიუჯეტზე

თბილისის მერმა დავით ნარმანია დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით უმცირესობის მიერ გამოთქმული მოსაზრებების ლოგიკას მოკლებული უწოდა.
”მე ვნახე პარასკევს გამოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები სხვადასხვა კომისიების სხდომებზე. უმცირესობის მიერ გამოთქმული მოსაზრებების და შენიშვნების დიდი ნაწილი აბსოლუტურად მოკლებულია ლოგიკას, როგორც ფინანსურ, ასევე სხვა სახის ლოგიკას. ამდენად, ამ საკითხზე მეც ძალიან ფართოდ ვისაუბრებ, როცა ბიუჯეტის ბოლო ვარიანტს მივიტან და წარვადგენ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე რიგი საკითხები იყო, რაც არის გამოთქმული და ყურადსაღები და ეს ნაწილი რა თმა უნდა, გათვალისწინებული იქნება გადამუშავების დროს. ვნახოთ, დღევანდელი განხილვა. დღევანდელი განხილვის და პარასკევის განხილვის შედეგებს ჩვენ ერთობლივად გავაანალიზებთ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ და დასძინა, რომ დღევანდელი და პარასკევის განხილვის შენიშვნების შემდეგ გააკეთებს შეფასებას.

ვირუსის ბლოკატორები