უმართავი ჩინური კოსმოსური სადგური დედამიწისკენ მოემართება

14445792_645150578978466_769822765_nThe Guardian-ის ცმობით, ჩინეთმა აღიარა, რომ დაკარგა კონტროლი საკუტარ კოსმოსურ ორბიტალურ სადგურ ,,ტიანგუნ-1,,-ზე, რომელიც კოსმოსში უმართავად მოძრაობს და დედამიწისკენ მოემართება.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩინური კოსმოსური სადგური დედამიწის ატმოსფეროში 2017 წელს შემოვა. ექსპერტთა ერთი ნაწილი ადასტურებს ინფორმაციას, რომ ატმოსფეროში შემოსვლისას ის დაიწვება და მიწაზე მყოფთ საფრთხეს არ შეუქმნის, თუმცა არსებობენ სკეპტიკოსებიც. რაც შეეხება ევროპელ ექსპერტებს, ისინი აცხადებენ , რომ კოსმოსური სადგური უკვე უქმნის საშიშროებას, დედამიწის ორბიტაზე მყოფ ხელოვნურ თანამგზავრებს. თავად ჩინელი სპეციალისტები კი – აღნიშნავენ, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან კოსმოსური სადგურის ვარდნის ტრაექტორიას.
აღსანიშნავია, რომ ჩინური სადგური ,,ტიანგუნ-1,, 2011 წლის 29სექტემბერს გაუშვეს კოსმოსში და მას შემდეგ მასზე 3 შეპირაპირება მოხდა.

banner
წინა სტატიაშიმიწისძვრის ეპიცენტრი შავი ზღვა იყო
შემდეგი სტატიანიკა რურუა: ყირიმში დუმას არჩევნებზე პოზიციის დაუფიქსირებლობა “ლაჩრული და მოღალატური ნაბიჯია”