საგამოძიებო მოქმედებების გამო რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა გორის პოლიციაში ირაკლი ოქრუაშვილი.
უწყებიდან გამოსვლის შემდეგ მან ორი დღის წინ მომხდარი ინციდენტის შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ალექსანდრე ინდუაშვილი მისი შეხვედრის ჩასაშლელად იყო მისული.
ინდუაშვილის ადვოკატის თქმით კი მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.
ადვოკატი ასევე გამორიცხავს მომხდარის პოლიტიკურ მოტივს და აცხადებს, რომ მიზეზი პირადულია და ოქრუაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდს უკავშირდება.
„დღეს უმანკო კრავი გამოიყვანეს, მამა აბრამის ბატკანი, გეგონება იჯდა მზესუმზირას ჭამდა , ჩვენ მივეჭერით და ვეხულიგნეთ. ჩვეულებრივი ერთი კრიმინალია, რომელიც მოსული იყო ასარევად,“-განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.