11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალის ჩამონათვალს წამყვანი პროფესორის თანამდებობა ემატება

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალის ჩამონათვალს წამყვანი პროფესორის თანამდებობა ემატება.
ამას “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წარუდგინა.
კანონის პროექტით განისაზღვრება, თუ ვინ შეიძლება აირჩეს წამყვანი პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე – ის შეიძლება გახდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება, აქვს განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა) და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ დამატებით პირობებს.

პროექტით განისაზღვრება აღნიშნული თანამდებობის მქონე პირის აკადემიურ საბჭოში წევრობის და დეკანის არჩევის პროცესში მონაწილეობის უფლებები.
პროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

banner
წინა სტატიაშიკაია კალასი: “უკრაინელებზე დიდი ზეწოლა ხორციელდება იმ მიზნით, რომ ისინი ძალიან რთულ დათმობებზე წავიდნენ”
შემდეგი სტატიაბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა