უმაღლესი საბჭოს წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

დღეს გმირთა მოედანზე, 1993 წლის 16-17 მარტის მოვლენების დროს სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
დღესვე უმაღლესი საბჭოს წევრებმა მოინახულეს ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაო, გურამ გაბესკირიას საფლავი და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს სამშობლოს დასაცავად აფხაზეთში დაღუპული გმირების ხსოვნას.
1993 წლის 16-17 მარტს რუსეთის გენშტაბის მიერ დაგეგმილი ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია განხორციელდა სოხუმზე, რომელშიც რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილები, სამხედრო ავიაცია და არტილერია მონაწილეობდა. ქართველმა ჯარისკაცებმა, არტილერიამ და ადგილობრივმა მოსახლეობამ არნახული გმირობა და თავდადება გამოავლინეს. შედეგად მოწინააღმდეგემ უკან დაიხია და ბრძოლის ველზე ასობით დაღუპული მებრძოლი დატოვა. მარტის იმ დღეებში მტრის მოგერიებას და სამშობლოს ინტერესების დაცვას ქართული მხრიდან მრავალი თავდადებული მამულიშვილი შეეწირა.
აღსანიშნავია, რომ ქართულმა არტილერიამ ყველა სხვა შენაერთთან ერთად, განსაკუთრებული სიტყვა თქვა მარტის ამ ბრძოლის მოგერიებაში; სწორედ ამან განაპირობა, რომ 16 მარტი გახდა ქართული არტილერიის დღე.

banner
წინა სტატიაშიაბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარში ახალი სკოლის მშენებლობა სრულდება
შემდეგი სტატიათვითონ ესროლეს – კობახიძე ენმ-ს ოფისის დაცხრილვაზე