უმაღლესი საბჭოს სესიაზე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დაამტკიცეს

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 16, 2019 11:56

უმაღლესი საბჭოს სესიაზე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დაამტკიცეს

გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა, რომელმაც დაამტკიცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო პროგრამა და, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის რუსლან აბაშიძის მიერ წარმოდგენილი, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა შემდეგი შემადგენლობით:
ანზორ მარგიანი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე
ივანე დოლიძე – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი;
ქეთევან ბაკარაძე – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
როლანდ ნიჟარაძე – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი;
დავით გვაძაბია – ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი;
კონსტანტინე კუჭუხიძე – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე;
იგორ კოპალიანი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე;
ვალერი ბასარია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 16, 2019 11:56

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,992
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics