პოლიტოლოგი გია ნოდია განათლების რეფორმას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“უმაღლესი განათლების დეფორმა: წინ, საბჭოთა კავშირისკენ!
(ეს არა მხოლოდ უმაღლესი განათლების პოლიტიკას ეხება, მაგრამ დღეს ესაა ნიუსი),”_ წერს გია ნოდია.
ინფორმაციისთვის, სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპის“ შესაბამისად, არსებითად, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით.
სტუდენტების კვოტების დამტკიცების გადაწყვეტილებას უნივერსიტეტების ნაწილი აკრიტიკებს.
მათი შეფასებით, განათლების რეფორმა და მის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები განათლების ხარისხს ქვეყანაში კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის.















