უმაღლეს განათლებას ფუნქცია და აზრი ვერ ექნება, თუ ქვეყანას დაკარგავ – არჩილ გამზარდია სტუდენტებზე

“მე ასეთ ფორმულირებას გავუწევდი სტუდენტების ძალიან სწორ, წესიერ, პროგრესულ და პატრიოტულ ნაბიჯს დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით – სტუდენტები სწავლას ან სასწავლო პროცესს კი არ უწევენ ბოიკოტს, არამედ, იმ დროს, როდესაც აუდიტორიაში უნდა ისხდნენ, აკეთებენ ბევრად მნიშვნელოვან საქმეს, ცდილობენ საკუთარი ქვეყნის და მომავლის გადარჩენას.

უმაღლეს განათლებას ფუნქცია და აზრი ვერ ექნება, თუ ქვეყანას დაკარგავ, ამიტომ ჯერ უნდა შევინარჩუნოთ ქვეყანა, საიმისოდ, რომ თქვენს განათლებას, კომპეტენციას და ნიჭიერებას ადგილი ჰქონდეს თქვენს სამშობლოში.

კიდევ ერთი, გახსოვდეთ, ლექტორი თუ მასწავლებელი თქვენი ძალაუფალი არაა, ჩვენ თქვენი მოსამსახურეები ვართ, ჩვენი საქმით გემსახურებით თქვენ, სამშობლოს და თქვენს მომავალს საკუთარ სამშობლოში.

ნურავის მისცემთ უფლებას, აღუდგეს თქვენს პროგრესულ მისწრაფებებს, მასწავლებელი იქნება, ლექტორი, ხელისუფალი თუ სხვა.

იყავით ძლიერნი, დაუდგრომელნი, მტკიცე და შეუპოვრები.

გენაცვალეთ თქვენ!”- წერს ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია.

banner
წინა სტატიაშიისინი 09:00 საათზე პარლამენტში იყვნენ, უბრალოდ, არ შევიდნენ კომიტეტზე, სრულიად უნიათოები არიან – წილოსანი საპარლამენტო ოპოზიციაზე
შემდეგი სტატიაჩვენ არაარგუმენტირებულ განცხადებებს ვისმენთ – კალაძე