“უკვე ველაპარაკე ბატონ ბიძინა ივანიშვილს”- თამაზ მეჭიაური “ქართულ ოცნებას” ტოვებს

“ქართულ ოცნებასთან” განსხვავებულ ინტერესების მიზეზით თამაზ მეჭიაური პარტიას ტოვებს.

მეჭიაური ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ამის შესახებ ის ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. დეპუტატი აქვე იმასაც აცხადებს, რომ პარტიის დატოვების შესახებ ინფორმაცია მან ბიძინა ივანიშვილს უკვე მიაწოდა.

„მიმაჩნია, რომ ნატოში გაწევრიანებას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია, გამომდინარე აქედან, მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელიც სიის გულისთვის თავის პრინციპებზე უარს იტყვიან და მერე განაცხადებენ, როცა პარლამენტში მოხვდებიან. მე უკვე ველაპარაკე ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ახლა შევხვდები ბატონ გიორგი კვირიკაშვილს და ამის შემდეგ გავაკეთებ საბოლოო განცხადებას“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

დეპუტატმა არ გამორიცხა, რომ ახალი პარტია დამოუკიდებლად შექმნას. მისი თქმით, კონსულტაციები ამ მიმართულებით კონკრეტულ პირებთან უკვე დაწყებულია.

მეჭიაურმა ჟურნალისტთან საუბრისას უარყო გავრცელებული ინფორმაცია, ირმა ინაშვილის პარტიასთან გაერთიანების შესახებ.

„მე მყავს თანამოაზრეები, როგორც პარლამენტში, ასევე პარლამენტს გარეთ, რომლებიც ზუსტად იზიარებენ ამ ხედვას, რომელიც მაქვს. არ გამოვრიცხავ, რომ ჯერ ჩვენ ჩამოვყალიბდეთ ეს გუნდი და ამის შემდეგ ვისაუბროთ უკვე თანამშრომლობაზე, როგორც პატრიოტთა ალიანსთან, ისე სხვა მონათესავე ხედვების პოლიტიკურ ძალებთან“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაშიდაკავებული ლგბტ უფლედამცველები, სავარაუდოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლო მხარეებს მიმართავს, სასამართლოს წევრების შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან თავი შეიკავონ