“უკვე მოდური ტენდენცია გახდა, ნებისმიერმა ადამიანმა გამოხატოს კრიტიკა ამა თუ იმ მიმართულებაზე”

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიებას და სასამართლოს საშუალება უნდა მიეცეს თავისი საქმე აკეთოს.

სერგეენკოს თქმით, მოდური ტენდენცია გახდა, რომ ადამიანები, რომლებიც არ არიან ამა თუ იმ პროცესში ჩახედული კრიტიკას გამოხატავენ.

“უკვე მოდური ტენდენცია გახდა, ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც არ არის ჩახედული საგამოძიებო პროცესში, გამოხატოს თავისი კრიტიკა ამა თუ იმ მიმართულებაზე. ცალსახად შემიძლია ჩემი პოზიცია გამოვხატო, არავინ საწყენად არ მიიღოს, მაგრამ მემგონი, უკვე მოდური ტენდენცია გახდა, ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც არ არის ჩახედული საგამოძიებო პროცესში, სასამართლო პროცესებში, გამოხატოს თავისი კრიტიკა ამა თუ იმ მიმართულებაზე. გამოძიებას და სასამართლოს უნდა მივცეთ საშუალება, დაკავდნენ თავიანთი საქმით და მინიმუმამდე დავიყვანოთ ჩვენი შეხედულებები, თუ კრიტიკა”,-განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ კორცხელის ინციდენტში მონაწილე 6 პირს ბრალი წაუყენა.

 

banner
წინა სტატიაშიტაილანდის ბუდისტურ მონასტერში 40-მდე მკვდარი ვეფხვის ბოკვერი იპოვეს
შემდეგი სტატია(+ვიდეო) ბიძინა ივანიშვილი: პაატა ბურჭულაძეს ვურჩევ ნუ იცრუებს