ჩრდილოეთ კავკასიაში, მდინარე პოდკუმოკში დაკარგულ 17 წლის მოზარდს უკვე მეექვსე დღეა უშედეგოდ ეძებენ. ახალი ამბების სააგენტოების ინფორმაციით, სამედიცინო კოლეჯის სტუდენტი, სახელად ალისა, მეგობართან ერთად ბანაობდა, რა დროსაც ძლიერ და სწრაფ ნაკადს ვეღარ გაუმკლავდა და დინებამ გაიტაცა.
ქალაქ ესენტუკთან ახლოს მომხდარი შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მაშველებმა და მოხალისეებმა სამძებრო არეალი უკვე 16 კილომეტრზე მეტ ფართობზე გააფართოვეს, თუმცა გოგონას კვალს ჯერჯერობით ვერ მიაგნეს.

















