“უკვე იმ ასაკში არ ვარ” – სააკაშვილმა ნარკოტიკებსა და პირად ჰარემზე ისაუბრა

გოროდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უარყო ხმები იმის შესახებ, თითქოს ის ნარკოტიკებს ეტანება და ფლობს საყვარლების ჰარემს – ამის შესახებ მან უკრაინულ ტელე-შოუში დიმიტრი გორდონთან ერთად ისაუბრა.

“სისულელეა. არაფერს ვყნოსავდი და არასდროს გამისინჯავს ნარკოტიკი. ეს ყველაფერი ძველი ტექნოლოგიაა: თუკი რაიმე სისულელეს ბევრჯერ გაიმეორებ, ადრე თუ გვიან ვიღაცა ამას დაიჯერებს” – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, მას ოდესაში “ჩინოვნიკების და საყვარლების ჰარემი” რომ ჰქონდეს, ეს დიდი ხნის წინ ეცოდინებოდა ყველას.
სააკაშვილმა ასევე აღიარა, რომ ის არ არის სქესობრივი გიგანტი.
“შეიძლება გამოვედი უკვე იმ ასაკიდან და ცოტა ყურადღებას ვაქცევ ამ საკითხებს. ახლა ჩემი დრო მთლიანად სამსახურს ეთმობა” – აღნიშნა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპოპოვი კუჭავას ადვოკატთან შეხვედრას ფარული კამერით იწერდა(ფოტო+ვიდეო)
შემდეგი სტატიაგაერო: ერაყში ორ წელიწადში 18 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა