The Times of Israel-ის ინფორმაციით, ისრაელმა უკრაინას აცნობა, რომ რუსული გემის, ABINSK-ის წინააღმდეგ ზომების მიღება „უკვე გვიანია“. უკრაინა გემს ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოპარული ხორბლის გადატანაში ადანაშაულებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გედეონ საარმა უკრაინელ კოლეგას შეატყობინა, რომ გემმა ჰაიფას პორტი უკვე დატოვა და მისი დაკავება შეუძლებელია.
კიევი ამტკიცებს, რომ ისრაელს გემის ჩასვლამდე ორი კვირით ადრე მიაწოდეს ინფორმაცია და მოითხოვდნენ ტვირთის კონფისკაციას, თუმცა ისრაელმა ხომალდს პორტში შესვლისა და საქმიანობის გაგრძელების უფლება მისცა.
უკრაინის ელჩი ევგენი კორნიჩუკი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა პირადად ცდილობდნენ ისრაელის მაღალჩინოსნების დარწმუნებას, რომ გემი დაებლოკათ, თუმცა უშედეგოდ.
















