უკვე დიდი ხანია მიმაჩნია, რომ დრო აღარ გვაქვს, არ ვიცი რამდენი ხანი შეიძლება მისმა ჯანმრთელობამ გაუძლოს – ალასანია

უკვე დიდი ხანია მიმაჩნია, რომ დრო აღარ გვაქვს, არ ვიცი რამდენი ხანი შეიძლება მისმა ჯანმრთელობამ გაუძლოს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ,,ვივამედის” კლინიკაში, სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში ცვლილებები არ შეინიშნება და ცილოვან საკვებს, რომელიც მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, ვერ იღებს.

,,მის ჯანმრთელობის მდგომარეობაში დიდ ცვლილებებს ვერ ვამჩნევ, თუ ექსპერტებმა ამ საქმეში ჩართვაში თანხმობა განაცხადეს ძალიან კარგია, ადვოკატს ეს აუცილებლად მიაჩნია. უკვე დიდი ხანია მიმაჩნია, რომ დრო აღარ გვაქვს, არ ვიცი რამდენი ხანი შეიძლება მისმა ჯანმრთელობამ გაუძლოს. საჭმლის საქმეც ცუდად გვაქვს, ძალიან ცოტას, ჩიტივით ჭამს, არც კი ვიცი რა შევურჩიოთ. ცილოვანი საჭმელი სჭირდება, რომელსაც ვერ იღებს, ხორცის გაგონებაც არ უნდა”, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიანა ბუჩუკურის განცხადებით, მმართველი გუნდისგან შეხვედრაზე მოისმინა, რომ შემოდგომაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი გამოცხადდება
შემდეგი სტატიალაშქრობის გლობალური პროექტის HIGHLANDER Georgia-ს პრეზენტაცია