,,უკვე დაიწყო სპეცოპერაცია, კრიმინალების მობილიზება, უკვე დაფიქსირებულია მოსყიდვის ფაქტები”

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე დარღვევებზე საუბრობს.

მისი თქმით, სოფელ რუხში ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები დაფიქსირდა.

„უკვე დაიწყო სპეცოპერაცია, კრიმინალების მობილიზება. სოფელ რუხში უკვე დაფიქსირებულია მოსყიდვის ფაქტები. სოფელ კოკში კრიმინალებმა დაიწყეს უკვე ცემა-ტყეპა. მე-18 უბანზე 50 ბანდერლოგი ფორსირებს. ალბათ მითითება აქვთ, როდის დაიწყონ სპეცოპერაცია. დამიჯერეთ, ჩაატარებენ სპეცოპერაციას. ესენი თავის შეცდომებზე ვერაფერს სწავლობენ. მოსყიდვის ფაქტებზე როცა ვსაუბრობთ, უტიფრად ამბობენ, რომ ვალი გვქონდაო და მაინდამაინც 19 მაისს დაელოდა, რომ არჩევნების დღეს, უბნის წინ დააბრუნოს ვალი“, – განუცხადა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს ზუგდიდში.

დღე ხუთ მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება – მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ხულოსა და ზუგდიდში. მერების რიგგარეშე არჩევნების პარალელურად, საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს რვა მუნიციპალიტეტში. თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ საგარეჯოში, ადიგენში, ახმეტაში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში. ასევე, დღეს მთაწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – ვიღაცებს ჩანაწერი გამოუგდეს, ამას აპირებენ, ისე აპირებენ, დიახ, ვაპირებთ, ბოლომდე შეგისრულოთ
შემდეგი სტატია„შეურაცხყოფა მომაყენა და მეც მივაყენე,“ – “ოცნების” კორდინატორს, რომელმაც ანი წითლიძეს შეურაცხყოფა მიაყენა ადმინისტრაციული სასჯელი შეუფარდეს