უკვე ცნობილია იმ პირის ვინაობა, რომელიც “კრწანისის” ინციდენტს ემსხვერპლა

უკვე ცნობილია იმ პირის ვინაობა, რომელიც წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერი ცენტრის კრწანისის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს ემსხვერპლა. ის 1993 წელს დაბადებული გიგა შენგელიაა.

ამ ეტაპზე გამოძიება ადგენს ქონდა თუ არა მას რაიმე კავშირი სამხედრო სამსახურთან. სამხედრო პოლიციის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის განცხადებით, სამი პირი დაცულ ტერიტორიაზე კვირას გამთნიისას აპირებდა გადასვლას რა დროსაც ისროლა გუშაგმა. ერთი დაიღუპა დანარჩენმა ორმა კი გაქცევა შეძლო.

ამ დროისთვის უცნობია, რა მიზნები ქონდად მათ. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია გაზის იარაღი და ფარანი.

გარდაცვლილს თან არ ქონდა საბუთები, რის გამოც გაჭიანურდა მისი ვინაობის დადგენა.გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლთ მიმდინარეობას.

banner
წინა სტატიაშივენესუელაში მადუროს მომხრეები პარლამენტში შეიჭრნენ
შემდეგი სტატიაყაჩაღობა ნატანებში – 77 წლის ქალბატონს დაქირავებული მუშები დაესხნენ თავს