უკვე ცხადია რომ შედგება მეორე ტური – ირაკლი კობახიძე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 29, 2018 00:07

უკვე ცხადია რომ შედგება მეორე ტური – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური იქნება. ირაკლი კობახიძის თქმით, “ქართული ოცნების” დაკვეთით ჩატარებულმა ეგზიტპოლებმა ნაწილობრივ არ გაამართლა, არსებობს აცდენა Edison Research-ის კვლევაშიც.

მისი თქმით, დათვლილია 1000-მდე უბნის მონაცემები.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ არსებული მონაცემების გათვალისწინებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და მმართველი გუნდის მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დაუპირისპირდებიან. მისი თქმით, ცესკო-ს მონაცემები წარდგენილ ეგზიტპოლის შედეგებთან აცდენილია.

„მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი საარჩევნო უბნებზე, ჩვენთან შემოდის ოქმების მონაცემები, დათვლილია 1000-მდე უბნის მონაცემები, ლიდერობს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არის პირველ ადგილზეა. ცხადია, რომ შედგება მეორე ტური, სადაც მონაწილეობას მიღებენ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დაბატონი გრიგოლ ვაშაძე. დაგვაკლდა ცოტა იმისთვის, რომ პირველ ტურში გაგვემარჯვებინა, დღევანდელი სურათი ასეთია, რომ საჭიროა მეორე ტური,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

https://youtu.be/PSxGhNoe8JQ

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 29, 2018 00:07