“უკვდავების გადაძახილი” -26 წლის წინ დაღუპული თანამემამულეების გახსენება

„უკვდავების გადაძახილი“, – ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელიც სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გმირთა მოედანზე „აფხაზთა კრების“ ინიციატივით გაიმართა. ღონისძიებაზე ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარი წაიკითხეს, ვინც აფხაზეთის ომსა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს შეეწირნენ.

გმირთა მოედანზე ასევე იმყოფებოდნენ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ღონისძიება „აფხაზთა კრების“ ინიციატივით უკვე მეექვსე წელია, იმართება.

სოხუმის დაცემიდან ხვალ 26 წელი სრულდება.

“უკვდავების გადაძახილი“ არის ტრადიცია, რომელსაც საფუძვლი ჩაეყარა 2014 წლის 26 სექტემბერს, იმ გმირების მოსახსენიებლად რომლებმაც თავი გაწირეს რუსეთ-საქართველოს ომებში ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისათვის.

banner
წინა სტატიაშიანრი ოხანაშვილი:ასეთი რაღაც რომ შემთხვეოდა, დეპუტატის მანდატს დავტოვებდი
შემდეგი სტატიაენგურის ხიდზე მდუმარე აქცია გაიმართა