უკუპანტების რეჟიმი ცდილობს დაუმახინჯოს ცნობიერება ქართველ მოზარდებს

ოკუპირებულ აფხაზეთში სექტემბრის ბოლო დღეებს „გამარჯვებისადმი“ მიძღვნილი ღონიძიებებით აღნიშნავენ. ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს გალის რაიონის სკოლებში დე ფაქტო ხელისუფლების მითითებით განხორციელებული „გამარჯვების“ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. ღონისძიებების ფარგლებში, სამხედრო ტანსაცმელში გადაცმული ქართველი მოსწავლეები აიძულეს შეესრულებინათ ანტი-ქართული სიმღერები და წაეკითხათ ასეთივე შინაარსის ლექსები.
ამ საკითხთან დაკავშირებით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია აცხადებს რომ „მიმდინარე წელსაც, ისევე როგორც შარშან ე.წ. გამარჯვების დღეს, 27 სექტემბერს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ჩაიდინა მორიგი ძალადობა ქართველ მოსწავლეებზე, რომელიც სიძულვილის, მილიტარიზმისა და ომის პროპაგანდაში გამოიხატა. საცოდავმა ოკუპანტებმა უნდა იცოდნენ, რომ ყველა მათი მცდელობა დაამახინჯონ ბავშვების ცნობიერება, ნაბიჯ-ნაბიჯ მოახდინონ მოსწავლეთა ეროვნული იდენტობის შეცვლა, აღზარდონ ახალი ოქტომბრელები და პიონერები, ჩასაფუშად არის განწირული“.
„გალის რაიონში მომხდარი ეს და სხვა მსგავსი ფაქტი არ დარჩება საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების მიღმა!“ – იმედოვნებს ჯემალ გამახარია.

banner
წინა სტატიაშიგია ყანჩელს 5 ოქტომბერს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ
შემდეგი სტატიასაქართველოსა და გრენადას შორის სავიზო რეჟიმი გაუქმდება