რუსეთის უმსხვილეს ავიაკომპანია „აეროფლოტს“ პრობლემები შეექმნა. 28 ივლისს, დილით ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ მისი საინფორმაციო სისტემების მუშაობა შეფერხებულია, რის გამოც იძულებული არიან რეისები გააუქმონ, ან გადადონ.
„აეროფლოტმა“ მგზავრებს მიმართა, თვალ-ყური ადევნონ კომპანიის ონლაინ-ტაბლოს და აეროპორტების საინფორმაციო ტაბლოებს.
რუსული ავიაკომპანია შეფერხების მიზეზს არ ასახელებს და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ სპეციალისტები მუშაობენ რისკების მინიმუმამდე დაყვანისა და სერვისების მუშაობის უსწრაფესად აღდგენის მიზნით. ვრცელდება ინფორმაცია, რომ “აეროფლოტზე” მიტანილი კიბერშეტევის უკან უკრაინელი ჰაკერები დგანან.

















