9.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

„ტელეგრაფი“: უკრაინაში Starlink-ის სერვისის სიჩქარის შემცირების წინადადებით დონალდ ტრამპს ილონ მასკმა მიმართა

უკრაინაში Starlink-ის სერვისის სიჩქარის შემცირების წინადადებით დონალდ ტრამპს ილონ მასკმა მიმართა, – ამის შესახებ The Telegraph წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ერთ-ერთი წყაროს თქმით, ტრამპი მასკის წინადადებას დათანხმდა, რის შემდეგაც პენტაგონმა Starshield-ზე სიჩქარის შეზღუდვა დააწესა.

ამასთან, როგორც გამოცემა წერს, მასკი ევროპელი მომხმარებლების უარყოფითი რეაქციის შესაძლებლობამ შეაშფოთა მას შემდეგ, რაც კიევში ელექტროენერგიის გათიშვას „სისხლისღვრის ღამე“ უწოდეს.

ცნობისთვის, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ Starlink-ის სამხედრო ვერსიაზე, Starshield-ზე, შეზღუდვები დაწესდა და ამან არმიის მუშაობას ხელი შეუშალა. ილონ მასკმა განაცხადა, რომ Starshield აშშ-ის მთავრობის საკუთრებაა და სიჩქარესა თუ გამოყენებაზე ლიმიტებს აშშ-ის არმია და საბოლოო ჯამში პრეზიდენტი განსაზღვრავს. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის Starlink-ზე წვდომა არც მას და არც ილონ მასკს არ შეუზღუდავს.

„სტარშილდი“ ილონ მასკის კომპანია „სფეის იქსის“ „სტარლინკთან“ დაკავშირებული მიმართულებაა, რომელიც აშშ-სა და მისი მოკავშირე ქვეყნების მთავრობებისთვის სამხედრო დანიშნულების თანამგზავრებსა და უსაფრთხო საკომუნიკაციო სისტემებს ქმნის.

banner
წინა სტატიაშიევროპულმა საბჭომ ევროკომისიას დაავალა, მოამზადოს წინადადებები უკრაინის 2027 წლის ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად
შემდეგი სტატიალუკაშენკომ ბელარუსის თითოეულ სასოფლო საბჭოში „სახალხო მილიციის“ დანაყოფების შექმნა ბრძანა