უკრაინულმა სასამართლომ ლეონიდ ჩერნოვეცკის დაკავების ნებართვა გასცა

უკრაინულმა სასამართლომ კიევის ყოფილი მერის, საქართველოში მცხოვრები მილიონერის ლეონიდ ჩერნოვეცკის დაკავების ნებართვა გასცა. საუბარია ჩერნოვეცკის თანამდებობაზე ყოფნის წლებში მის მიერ უფლებამოსილების გადამეტების სავარაუდო ფაქტზე.

უკრაინული პროკურატურის სპიკერის ლარისა სარგანის თქმით, 2017 წლის 14 ივლისს კიევის ყოფილ მერს ლეონიდ ჩერნოვეცკის შეატყობინეს, რომ ის სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი. ჩერნოვეცკის უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევაზე ედავებიან, რომელიც არასამართლებრივი სარგებლის მიღების მიზნით უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

“იქედან გამომდინარე, რომ ეჭვმიტანილი თავს არიდებს გამოძიებას და მისი ადგილსამყოფელი უცნობია, სასამართლომ მისი დაკავების ნებართვა გასცა”, – ამბობს ლარისა სარგანი.

უკრაინული правда-ს ინფორმაციით, თავად ჩერნოვეცკი მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს “იური ლუცენკოს შურისძიებას” უწოდებს.

ლეონიდ ჩერნოვეცკი კიევის მერი 2006-2012 წლებში იყო. 2014 წელს ის საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ჩერნოვეცკიმ პარტია “ბედნიერი საქართველოს” დააფუძნა.

banner
წინა სტატიაშიდიდუბეში შენობის დემონტაჟისას ერთი მუშა დაიღუპა-გარდაცვლილი წალენჯიხის რაიონის მკვიდრია
შემდეგი სტატიამერია დიდუბეში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს