უკრაინულმა მხარემ ვიქტორ მედვედჩუკს პატიმრობა 9 აგვისტომდე გაუხანგრძლივა

ლვოვის რაიონულმა სასამართლომ ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკს პატიმრობა 9 აგვისტომდე გაუხანგრძლივა. ამის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი.

ამრიგად, მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა, გირაოს ოდენობის განსაზღვრის გარეშე, აღკვეთის ღონისძიება 9 აგვისტომდე გაახანგრძლივოს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ვიქტორ მედვედჩუკი 12 აპრილს ქვეყნის დატოვების მცდელობისას დააკავა. ვიქტორ მედვედჩუკი ეჭვმიტანილია ღალატში. რუსეთის ფედერაციაში სრულმასშტაბიანი შეჭრამდე ის შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი დეკანოიძეს – ქალბატონო ხატია, თქვენ ფრაქციის თავმჯდომარე ხართ და ფრაქციის წევრებს მოუწოდეთ, იყვნენ მშვიდად – რასაც აკეთებთ, ეს არის სხდომის ჩაშლა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – დავით ბაქრაძე პირადად დადიოდა და ემუდარებოდა ევროპელებს, რამენაირად ჩვენი მთავრობის დროს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი არ მიეცათ, ეს არის მავნებლობა, ქვეყნის მტრობა