უკრაინულმა ძალებმა ომის დაწყებიდან 36 350 რუსი სამხედრო მოკლეს

ომის დაწყებიდან უკრაინელებმა 36 350 რუსი სამხედროს განეიტრალება შეძლეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკრაინულმა მხარემ რუსული ძალების სხვადასხვა სახის ტექნიკა გაანადგურა.

„უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: 1594 ტანკი, 3772 ჯავშანტექნიკა, 806 საარტილერიო სისტემა, 247 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 105 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 217 საბრძოლო თვითმფრინავი, 187 ვერტმფრენი, 660 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 2634 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 65 ერთეული სპეცტექნიკა და 144 ფრთოსანი რაკეტა”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიბათუმში, კორპუსის ნრგევის საქმეზე დაკავებული სამივე პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო
შემდეგი სტატიახვიჩია – ჩვენ ყველგან მივიღებთ მონაწილეობას, რათა დავინახოთ, რა პროცესია ეს და „ქართულ ოცნებას“ არ ვათქმევინოთ, რომ რაღაც ჰქონდათ შეთავაზებული და ოპოზიციამ ხელი უკრა