უკრაინულმა ძალებმა ნოვოროსიისკის პორტის სიახლოვეს რუსული სადესანტო ხომალდი „ოლენეგორსკი გორნიაკი“ ააფეთქეს

უკრაინულმა ძალებმა ნოვოროსიისკის პორტის სიახლოვეს რუსული სადესანტო ხომალდი „ოლენეგორსკი გორნიაკი“ ააფეთქეს.

ხომალდზე შეტევა საზღვაო დრონით განხორციელდა, რომელსაც 450 კგ ასაფეთქებელი მოწყობილობა გადააქვს. ოპერაცია უკრაინის უშიშროების სამსახურმა და სამხედრო-საზღვაო ძალებმა ჩაატარეს.

უკრაინული ძალების ცნობით, დიდმა სადესანტო ხომალდმა სერიოზული დაზიანება მიიღო და ამ ეტაპზე მას საბრძოლო დავალების შესრულება არ შეუძლია.

ცნობისთვის, ნოვოროსიისკის პორტში 4 აგვისტოს ღამით რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. რუსული სოცმედიის ცნობით, შეტევა საზღვაო დრონებით განხორციელდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა ნოვოროსიისკის ბაზაზე შეტევა ორი დრონით განახორციელეს, მაგრამ ორივე განადგურებულია. არავინ დაშავებულა. ამასთანავე, ნოვოროსიისკის პორტი დაიხურა.

 

banner
წინა სტატიაშიშოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა ერთი ცოცხალი ადამიანი იპოვეს
შემდეგი სტატიამდინარე ჭანჭახის კალაპოტში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს