უკრაინულმა ძალებმა ყირიმის სანაპიროს მახლობლად ნავთობისა და გაზის საბურღ პლატფორმებზე კონტროლი აღადგინეს – უკრაინის დაზვერვა

უკრაინამ დაიბრუნა კონტროლი ოკუპირებულ ყირიმის მახლობლად გაზისა და ნავთობის საბურღ პლატფორმებზე, რომლებიც ცნობილია როგორც „ბოიკოს კოშკები“, – ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვა იუწყება.

მათივე თქმით, „ბოიკოს კოშკებს“ რუსები ვერტმფრენების დასასმელად და სარადარო აღჭურვილობის განსათავსებლად იყენებდნენ.

„უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ნაწილებმა „ბოიკოს კოშკებზე“ კონტროლის დამყარების უნიკალური ოპერაცია ჩაატარეს.

ოპერაციის ერთ-ერთი ეტაპის დროს მოხდა ბრძოლა გემებზე მყოფ უკრაინულ სპეცრაზმსა და რუსულ „სუ-30“-ის მოიერიშე თვითმფრინავს შორის. ბრძოლის შედეგად რუსული თვითმფრინავი იძულებული გახდა უკან დაეხია“, – აცხადებენ უკრაინის დაზვერვაში.

banner
წინა სტატიაშიგერმანია უკრაინას დამატებით 20 მილიონი ევროს გამოუყოფს – ბერბოკი
შემდეგი სტატიარევაზ ჯაველიძე – მთავარია, რომ პრემიერის ფრენისათვის ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ არის გადახდილი, მემგონი ჩვენს მოსახლეობას ეს აინტერესებს, სახელმწიფომ გაიღო თუ არა ეს ხარჯი, მე შემიძლია ეს დაგიდასტუროთ, რომ არა