33.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

უკრაინულმა დრონებმა ტიუმენის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს

უკრაინულმა დრონებმა ტიუმენის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს. რეგიონი ფრონტის ხაზიდან 2000 კილომეტრზე მეტი მანძილითაა დაშორებული.

ტიუმენის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ მოორმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ადგილობრივ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატების იერიში განხორციელდა. მისივე ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თავდასხმა მოიგერიეს, თუმცა საწარმოდან თანამშრომლების სასწრაფო ევაკუაცია მაინც გახდა საჭირო.

უკრაინის გენერალური შტაბი კი გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიაზე მიტანილი იერიშების შესახებ ოფიციალურ ცნობებს ავრცელებს. 20 ივნისის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქალაქ გენიჩესკთან მდებარე საავტომობილო ხიდს დაარტყეს. გენშტაბის განმარტებით, ამ ხიდს რუსული არმია ანექსირებული ყირიმიდან სამხრეთის ფრონტზე სამხედრო ტექნიკისა და მარაგების გადასაზიდად იყენებდა.

ასევე, უკრაინულმა ძალებმა წარმატებით დააზიანეს ოკუპანტების უპილოტო საფრენი აპარატების მართვის ბაზები ოკუპირებული დონეცკის ოლქსა და ზაპოროჟიეს ნაწილში, ასევე რუსეთის ბელგოროდის ოლქში.

banner
წინა სტატიაშიGuardian – ბრიტანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად მატარებლის მემანქანე დაიღუპა და 89 ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიატრამპი: ირანი 47 წლის განმავლობაში ყველაფერს დაუსჯელად აკეთებდა