17.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
banner

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის რეგიონებზე მასშტაბური იერიშები მიიტანეს — სტავროპოლში ნავთობის საცავი აფეთქდა

12-13 ივლისის ღამეს უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის რამდენიმე რეგიონზე მასშტაბური იერიშები მიიტანეს, მათ შორის მოსკოვის ოლქსა და სტავროპოლის მხარეზე.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის ინფორმაციით, ოლქში შემავალი ქალაქი ისტრის რაიონის პიონერსკის დასახლება დრონებით განხორციელებული შეტევის შედეგად დაზიანდა. მისი განცხადებით, დაიღუპა სამი ადამიანი, კიდევ სამი კი დაშავდა.

ამასთან, სტავროპოლის მხარეში უკრაინული დრონების იერიშის შემდეგ ნავთობის საცავზე ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც ფართომასშტაბიანი ხანძარი მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშიისრაელის მმართველ კოალიციაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართება და არჩევნების თარიღი არ შეიცვლება
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – ვიწყებთ შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა და განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს