უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა 25 სექტემბრის ღამეს რუსეთის რამდენიმე რეგიონზე იერიში მიიტანეს. თავდასხმების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა ულიანოვის, ვორონეჟისა და როსტოვის ოლქებში, ასევე პერმის მხარეში.
ულიანოვის ოლქის გუბერნატორის, ალექსეი რუსსკიხის განცხადებით, დრონების თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამრეწველო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. მისივე ინფორმაციით, დაშავდა რვა ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.
თავდასხმის ერთ-ერთი სავარაუდო სამიზნე ულიანოვსკში მდებარე ქარხანა „ისკრა“ იყო.








