27.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ნავთობგადამუშავება პარალიზებულ მდგომარეობამდე მიიყვანეს- Reuters

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა.

Reuters-ის ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად, რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იძულებული გახდა მუშაობა შეეჩერებინა ან საწვავის წარმოება შეემცირებინა.

ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ერთობლივი სიმძლავრე, რომლებმაც მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩერეს მუშაობა, წელიწადში 83 მილიონ ტონას შეადგენს,რაც რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების დაახლოებით მეოთხედია.

რუსეთის საწვავის წარმოებაში ამ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების წვლილი 30%-ზე მეტს შეადგენს ბენზინისთვის და დაახლოებით 25%-ს დიზელისთვის.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინული დარტყმების შედეგად რუსეთი იძულებული გახდა ნავთობის მოპოვება შეემცირებინა, რამაც ზეწოლა გაზარდა რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტზე, რომლის შემოსავლების დაახლოებით მეოთხედს ნავთობისა და გაზისგან მიღებული გადასახადები შეადგენს.

წყაროების ცნობით, რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ქალაქ კირიშიში მდებარეობს,5 მაისიდან სრულად გაჩერებულია. დარტყმების ქვეშ ასევე მოყვნენ მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ასევე, ასევე ქარხნები ნიჟნი-ნოვგოროდში, რიაზანსა და იაროსლავლში.

banner
წინა სტატიაში“სცენაზე ერთი ცარიელი სკამი იდგა…”- ცნობილი ესპანელი მწერალი ზვიად რატიანსა და თბილისის ფესტივალზე წერს
შემდეგი სტატია“აღსრულდა “ოცნება”- ვუბრუნდებით შუა აზიას, შაჰ აბასი პოპკორნს მიირთმევს”- მიხეილ სააკაშვილი ზაარბრიუკენის მიერ თბილისთან კავშირის გაწყვეტაზე