რუსეთის 10 რეგიონზე უკრაინული დრონებით იერიში განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საერთო ჯამში 121 უკრაინული დრონი იყო განადგურებული. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ყველაზე ძლიერი შეტევა რიაზანის ოლქზე განხორციელდა. აქ ადგილობრივმა მოსახლეობამ 20-ზე მეტი აფეთქების ხმა გაიგეს. „წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. ამჟამად მატერიალური ზარალის შეფასება მიმდინარეობს“ – დაწერა „ტელეგრამში“ რიაზანის ოლქის გუბერნატორმა პაველ მალკოვმა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დრონებით შეტევა განხორციელდა ბრიანსკის, კურსკის, ტულის ოლქებზე. მოსკოვის ოლქზე დრონებით შეტევის გამო აეროპორტები შეზღუდვებით მუშაობდა.