უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც კაპოტნიას რაიონში მდებარეობს და რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს საწვავის ობიექტს წარმოადგენს დედაქალაქის ტერიტორიაზე.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ქარხანამ ნავთობის გადამუშავება შეაჩერა. ეს რიგითი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არ არის.
კაპოტნიას საწარმოს წლიური გადამამუშავებელი სიმძლავრე დაახლოებით 11 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს და ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსკოვისა და მიმდებარე რეგიონის საწვავით მომარაგებაში.
უკრაინული წყაროების ცნობით, ქარხანა მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის საწვავის მოთხოვნის დაახლოებით 40%-ს უზრუნველყოფს.

















