27.8 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 14, 2026
banner

უკრაინულმა დრონებმა ბოლო 72 საათში კიდევ 13 მსხვილ ენერგოკვანძზე მიიტანეს იერიში

Screenshot

უკრაინულმა დრონებმა ბოლო 72 საათში კიდევ 13 მსხვილ ენერგოკვანძზე მიიტანეს იერიში, რამაც ანექსირებულ ყირიმსა და ოკუპირებულ სამხრეთ რაიონებში ელექტრომომარაგების სრული შეწყვეტა გამოიწვია.

ამის შესახებ უკრაინის უპილოტო ძალების სისტემების მეთაური რობერტ მადიარ ბროვდი სოციალურ ქსელში წერს და განადგურებული ობიექტების სიას აქვეყნებს

“ოპერაცია „ყირიმის ამომრთველი OFF“ ქვეყნის სამხრეთში მძვინვარებს: ბოლო 72 საათის განმავლობაში უკრაინის უსაფრთხოების ძალების უპილოტო საფრენი აპარატების დანაყოფებმა კიდევ 13 ენერგოკვანძი დაამუშავეს.

1 ივლისიდან 2 აგვისტომდე მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე განადგურებული ენერგეტიკული სამიზნეების საერთო რაოდენობამ 177-ს მიაღწია. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ზუივის თბოელექტროსადგური, მარიუპოლი, გენიჩესკი, ბერდიანსკი და სხვა დასახლებები. მწყობრიდანაა გამოსული 330 კვ, 220 კვ, 150 კვ და 110 კვ სიმძლავრის ქვესადგურები”,- წერს მადიარი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ რუსეთის ბრიანსკის ოლქში რუსული დრონების შენახვისა და გაშვების ბაზა დაბომბა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: კარგია, რომ წყნარი ოკეანის კუნძულოვანმა სახელმწიფომ, ნაურუმ უკან წაიღო ჩვენი ტერიტორიების აღიარება