13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

უკრაინულმა ბრიგადა „აზოვმა“ ქალაქ დონეცკის დრონებით ბლოკადის დაწყება გამოაცხადა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინულმა ბრიგადა „აზოვმა“ ქალაქ დონეცკის დრონებით ბლოკადის დაწყება გამოაცხადა.

„აზოვის“ პირველი კორპუსი აცხადებს, რომ დონეცკის გარშემო ყველა ლოგისტიკური მარშრუტი უკრაინის თავდაცვის ძალების დრონების კონტროლის ქვეშაა.

კორპუსი აღნიშნავს, რომ ქალაქის გარშემო გზებზე ყველა სამხედრო ობიექტი განადგურდება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატის პილოტები შორეულ ოპერატიულ ზონაში რუსულ ლოგისტიკაზე ნადირობენ და დრონები დონეცკის გარშემო ყველა ლოგისტიკურ მარშრუტს აკონტროლებენ.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის ფინანსთა მინისტრი: რუსეთი არ უნდა იყოს ირანში ომის გამარჯვებული
შემდეგი სტატიაეკონომიკის სამინისტრო აბასთუმნის ობსერვატორიის მიმდებარედ შემზღუდველი ზონის შექმნის მიზნობრიობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს