უკრაინული “ვიკილიქსის” მორიგი მასალა- რაზე საუბრობენ სააკაშვილი და ადეიშვილი?

Untitled

უკრაინული “ვიკილიქს ცენტრი” აქვეყნებს მასალას, რომელიც, “ვიკილიქს ცენტრისვე” ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის საუბრის სტენოგრაფიული ჩანაწერია.
გამოქვეყნებულ ტექსტში მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი რამდენიმე თემაზე საუბრობენ, მათ შორის რუსეთ-თურქეთს შორის ბოლო დღეების მოვლენების გამო გამწვავებულ ურთიერთობებზე, ქართველი სამართალდამცველების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით დაკავებულ დავით ბორჩაშვილზე, სირიაში გადასულ აჭარელ მუსლიმებზე, რომლებმაც მუქარის შემცველი ვიდეომასალები გაავრცელეს. გარდა ამისა, სტენოგრამაში საუბარია პაატა ბურჭულაძის მიერ დაარსებულ “საქართველოს განვითარების ფონდზე”. მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მას თავისიანები “მიაბა” და “მესამე ძალად უნდა ააგორონ”, რასაც პროპაგანდას “რუსთავი 2” გაუწევს და უშუალოდ “გვარამია და თარგამაძე გააკეთებენ პიარპროგრამას”.
ამასთან, გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც ახსენებენ. კერძოდ, საუბრის თემა გიგი უგულავას და “ნაციონალური მოძრაობის” სხვა დაკავებული წევრების შეწყალებაა, აღნიშნულია, რომ მარგველაშვილი “ვანოს და სხვების” შეწყალებისთვის მზად არის, თუმცა სათანადო პოლიტიკური გარემოს შექმნას ელოდება.
უკრაინული “ვიკილიქს ცენტრის” მიერ გავრცელებულ სტენოგრამას აუდიოჩანაწერი არ ახლავს.

“თაიმერი” გთავაზობთ გავრცელებულ სტენოგრამას:

მ. როგორა ხარ ზურაბ?

ხო ხედავ რაც ხდეაბა!

ა. აბა ! რა რეჩკვა ერდოგანმა რუსებს!

Михаил Николаевич, куда едим?

М. Женя! пока с Вадимом подождите с наружи, поговорю с Зурабом. Потом поедем.

ა. რა მოხდება ეხლა მიშა, დიდი ომი ხომ არ დაიწყება?

მ. ბიჭო CIA-ს გენერალმა მითხრა, რომ თურქები დააჯახეს რუსებს, თან თურქებს პრიჩინაც ქონდათ, პუტინმა დაბომბა მთელი ნავთობის ბაზები ISIS-ში და თურქებს ნავთობის პატოკი გაუჩერა. მერე ქურთები ააბლატევეს, მანამდე ამერიკელებმა კი შეაიარაღეს მაგარამ, ეხლა იარანიდან დიდი იარაღი შედის და ქურთისტანის სახელმწიფის შექმნაში ეხმარებიან. ხოდა თურქებს აწყობდათ ეგ დარტყმა და რეალურად ჩასაფრებულები იყვნენ, ამით რუსები გააბრთხილეს რომ, სირიელი თურქმანები არ დაბომბოს საზღვართან და ქურთებიც დააშინეს. პარიზის ტერაქტს არავინ ელოდა, ისლამურ სახელმწიფოში ბევრი სასტავია და სიაიეი ყველას ვერ აკონტროლებს.

ა. მერე მიშა, რუსებმა შეიძლება ომი დაიწყონ, აირევა სიტოაცია.

მ. დაიწყონ მერე რა, ჩვენც ეგ გვინდა! ისე არფერი არ მოხდება. ნუ არ გაუშვებენ ეხლა ტურისტებს თურქეთში და ვსიო. არ დაგავიწყდეს შავი ზღვიდან გასასვლელი თურქეთის ხელშია. ეხლა საშიშროებაა ფრანგები და რუსები არ შეიკრან, ესა რის პრობლემა!

ხო რა მინდოდა! ერთი პანკისელი ბიჭი ჩავიდა იქედან თბილისში და დააკავეს, ტერორისტობას ტენიან!

ა. ბორჩაშვილზე მეუბნები, ხო?! მაგაზე მელაპარაკა უკვე კეზერა. ჩემებს შეუთვალე და რაგაცას მოიფიქრებენ, ყველა შემთხვევაში ტერორისტობის მუხლს ვერ შეუფარდებენ და დაიხურება.

მიშა ! ისინი ვინ არიან ალახის სახელით რომ ემუქრებიან საქართველოს?

მ. ეგენი ვიღაც ქინძები არიან! იქედან ერთი ჯემალა არის ჩვენებთან იყო ალ-ნუსრაში, ისლამურ სახელმწიფოს შეუერთდა და ზემლიაკები შემოიერთა, ეგენი არინ გურჯისტან ვილაიეთი ვარტო იძახიან. ეხლა რამდენი არიან არ ვიცი, ხო ნახე როგორი გონორით ლაპარაკობენ, ეგ სირები!

საქმეზე მელაპარაკე რა! რაც გითხარი იმაზე რა ქენი?

ა. რუსთავის საქმე როგორც გითხარი გაიწელება, აპელაციაც და უზენაესიც გაწელავს. პაპუაშვილთან წავიმუშავეთ და საკონსტიტუციო სარჩელები კიდევ შევა. მე მაგას გავაკეთებ და კეზერეს შენ უთხარი რომ მოსამართლეებს თანხა დუფაროეს. მერე ნიკა მე მირეკავს, დაფინანსება დამაკლესო, ბეჯუაშვილიმა ნახევარი მოგვცაო. მე რა ვქნა ეს დავთა ვერ დავიჭირე.

მ. მაგათ მე მივხედავ! შენ ბურჭულაძეზე მითხარი რა ქენით.

ა. მაგას ჩვენები მივაბით, მესამე ძალად უნდა ავაგოროთ, ფონდი რომ დაარქვა, ცუდია გასაპიარებელია! მაგრამ კოლიციის სახეს მივცემთ.შენი დახმარება არის საჭირო, ამერიკელებმა, მხარი რომ დაუჭირონ.

მ. ზურა, შენ გააკონტროლე რა ეგ საქმე. გირჩა მირჩებმა იაქტიურონ ბურჭულაძესთან, ვანო როა, მაჭავარიანის ძმა ბოჩოლასავით რო ნაბავს თვალებს, გააქტიურდეს ყველა. მერე გააბაზრეთ, რომ ამერიკელების პროექტია და ეგ ძალა მოდის სათავეში, პინგვინა გაბრთხილებულია და ბურჭულაძე მოდის, ესე ილაპარაკეთ ყველგან. პაატას შევპირდი, გვარამია და თარგამაძე გაეკეთებენ პიარ პროგრამას და რუსთავი შენზე იმუშავებს მეთქი. მაგანაც მთხოვა ამერეკიელების მხარდაჭერა, შევპირდი შენ იაქტიურე და მერე კელი გამოვა და თავისას იტყვის! დიდი მადლობა, ყველაფერს გავაკეთებ ბატონო მიშა ბარიტონით მითხრა!

რა გაცინებს შეჩემა!

ა. კაი რა ! მაგარი სირია ისე ეგ ტიპი!

მ. მაიცა, ეხლა ! ღადაობას თავი დაანებე! კაცო, მარგველამ რა თქვა, რაო?

ა. მარგველას ბოკერია ელაპარაკება, ძმაკაცურად. ახლწლამდე კი შეგვპირდა უგულავაზე მაგრამ თავი შეიკავა. სათანადო პოლიტიკური გარემო არის შესაქმნელი და ვერ გავაკეთებო. ვანოსაც შევიწყალებ და სხვასაცო, მაგრამ სიტოაცია უნდა შეიქმნასო. მე ვფიქრობ ჩვენები ყველა პოლიტ პატიმრებად უნდა გავაფორმოთ, სქემა მომზადებული მაქვს და ვმუშაობთ. სტრასბურგის ბერკეტებს გამოვიყენებთ ასევე.

მ. დავითა მოვა ჩემთან შვიდ საათზე და შენც მოდი რვის ნახევრისთვის. პრიპორტოვოის საკითხი უნდა მოვაგვაროთ და პროკურატურის სისტემა მოვმართოთ. საყვარელიძემ, დნეპროპეტროვსკში დათო როა გონგაძე ხო იცი, ის გაუშვა და ნაბიჭვარი კუცუკები გადახდას არ აპირებენ, კარგათ მოიფიქრე რა ამაზე! თან იმ კროლიკმა იაცენიუკმა სუ გადაიჯვა თავზე!

ა. კაი, მოვალ აუცილებლად.

banner
წინა სტატიაშირუსეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა
შემდეგი სტატიაქუთაისში, პარლამენტის შენობასთან ირაკლი შოთაძის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს