უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის ირანმა ათობით პირს დასდო ბრალი

“უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების” თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით, რომელიც ირანში 2020 წლის იანვარში მოხდა, ირანის ათობით ოფიციალურ პირის წარედგინა ბრალი – დღეს “ასოშეითედ პრესზე” დაყრდნობით “”დოიჩე ველე წერს. გამოცემა ეყრდნობა თეირანის პროვინციის სამხედრო პროკურორის ჰონამაბას ტორკის გამოსვლას, რომლის დროსაც მან ამის შესახებ განაცხადა. ამავე დროს, მას არ დაუსახელებია კონკრეტული პირები. ტორკის თქმით, “ჩატარდა კატასტროფის სერიოზული და საგულდაგულო გამოძიება”.
უკრაინის ავიახაზების Boeing-მა, სადაც 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა, 2020 წლის 8 იანვრის დილით განიცადა კატასტროფა. ეს უკრაინის ავიაციაში ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა. რეისის განხორციელების მომენტში თეირანის თავზე გადაფრენებზე არანაირი შეზღუდვა არ ყოფილა, თუმცა, რამდენიმე საათით ადრე ირანმა ერაყში აშშ-ს სამხედრო ბაზები დაბომბა.

თავდაპირველად თეირანმა განაცხადა, რომ კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა იყო, თუმცა, შემდეგ აღიარა, რომ ის ირანელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში კორონავირუსის ორმაგი მუტაციის შემთხვევა დაფიქსირდა
შემდეგი სტატია“ასტრა-ზენეკასა” და თრომბს შორის კავშირი დადასტურდა