უკრაინული პრემიის ქართველი ლაურეატები

http://nv.ua/img/gallery/851/59/84181_main.jpg9 დეკემბერს გაიმართა უკრაინული ჟურნალის „ნოვოე ვრემიას“ მიერ დაფუძნებული პრემიის „ახალი დროის ადამიანები – 2015“  მინიჭების ცერემონიალი. 21 ნომინაციაში წარდგენილი იყო 25 ადამიანი, რომელთაც თავიანთი საქმიანობით არა მხოლოდ სერიოზული გავლენა მოახდინეს უკრაინის განვითარებაზე, არამედ შესამჩნევი იმპულსი მისცეს რეალობის შესაცვლელად.

დაჯილდოვების ცერემონიალში მონაწილეობდნენ საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, ყირიმელ თათართა ლიდერი მუსტაფა ჯემილევი, უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე, დავით საყვარელიძე და სხვები.

პრემია „2015 – ახალი დროის ადამიანები“ მიენიჭათ შემდეგ ნომინაციებში:

  1. კორუფციული სისტემის დანგრევის მცდელობისთვის:

დავით საყვარელიძე, უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე და ოდესის ოლქის პროკურორი

ვიტალი კასკო, გენერალური პროკურორის მოადგილე

  1. ყირიმის ოკუპაციის წინააღმდეგობისთვის:

მუსტაფა ჯემილევი,  ყირიმელ თათართა ლიდერი, სახალხო დეპუტატი, ყირიმელ თათართა მეჯლისის მეთაური (1991-2013), საზოგადო მოღვაწე და დისიდენტი

რეფატ ჩუბაროვი, სახალხო დეპუტატი, ყირიმელ თათართა მეჯლისის მეთაური, პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე

ლენურ ისლიამოვი, ბიზნესმენი, ყირიმელ თათართა ტელეარხის „ATR“-ის მფლობელი.

  1. მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკებისთვის საჯაროდ სიმართლის თქმისთვის:

მიხეილ სააკაშვილი, ოდესის ოლქია გუბერნატორი, საქართველოს ექს-პრეზიდენტი

  1. პოლიციის რეფორმისთვის:

ეკა ზღულაძე, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

  1. ევროპული სტანდარტების შესაბამისი უკრაინის უმაღლესი სასწავლების შექმნისთვის:

ბორის გუდზიაკი,  უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური  ეკლესიის ეპისკოპოსი, უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტი.

  1. სახელმწიფო ჩინოვნიკის ახალი სტანდარტის შექმნისთვის და სისტემის Prozorro დანერგვისთვის:

მაქსიმ ნეფიოდოვი, უკრაინის ეკონომიური განვითარების და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე.

 

  1. ძველი სისტემისადმი წინააღმდეგობის გაწევისა და გავლენიანი პოლიტიკოსების მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოძიებისთვის:

სერგეი ლეშჩენკო, სახალხო დეპუტატი, წარსულში ჟურნალისტი-გამომძიებელი.

  1. უკრაინული პროვინციის შეცვლის მისწრაფებისთვის:

მიშელ ტერეშჩენკო, ქალაქ გლუხოვოს მერი

  1. ონლაინ-გაყიდვების განვითარებისთვის, რამაც ყიდვა მოხერხებული და იაფი გახადა:

ვლადისლავ ჩეჩეტკინი, ინტერნეტ-მაღაზიის Rozetka.ua. დამფუძნებელი და თანამფლობელი.

  1. საქონლის მიტანის სერვისის დასავლური სტანდარტების შესაბამისი სისტემის შექმნისთვის:

ვლადიმერ პოპერეშნიუკი და ვიაჩესლავ კლიმოვი, კომპანია Нова пошта -ს თანადამფუძნებლები

 სრული ინფორმაცია შეგიძლია ნახოთ ლინკზე:

banner
წინა სტატიაშიერდოღანი: ერაყის გაეროსადმი მიმართვა უსამართლოა
შემდეგი სტატიაუახლესი ამერიკული გემი ღია ზღვაში გაფუჭდა