უკრაინული პორტებიდან ბლოკირებული მარცვლელულის გატანის საკითხზე უკრაინის, რუსეთისა და თურქეთის დელეგაციები ხვალ სტამბოლში გამართავენ შეხვედრას

უკრაინული პორტებიდან ბლოკირებული მარცვლელულის გამოტანის საკითხზე უკრაინის, რუსეთისა და თურქეთის სამხედრო დელეგაციები 13 ივლისს შეხვედრას სტამბოლში გამართავენ.

ამის შესახებ თურქული მედია თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დარდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

თურქეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის, ჰულუსი აქარის თქმით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს დელეგაციაც.

დასავლეთი და უკრაინის ხელისუფლება რუსეთს შავი ზღვის პორტების ბლოკადაში ადანაშაულებენ. გაერო-ში აცხადებენ, რომ მარცვლეულის დეფიციტის გამო, მსოფლიოში სასურსათო კრიზისის საფრთხეა. თავის მხრივ, მოსკოვში აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს ხელს არ უშლის და თუ უკრაინა ნავსადგურებს ნაღმებისგან გაასუფთავებს, მარცვლეულით დატვირთული გემები უპრობლემოდ შეძლებენ პორტებიდან გასვლას.

banner
წინა სტატიაშიგავანადგურეთ უცხოელი სამხედროები, მათ შორის ქართველები – რუსეთის თავდაცვის მორიგი დეზინფორმაცია
შემდეგი სტატიაამხელა წერილს ლოგიკური კონსტრუქციით ის ვერ შექმნიდა – ხუხაშვილი ღარიბაშვილზე