უკრაინული მხარის იურისდიქციაშია, ყალბი საბუთების ქონის გამო დააყენებს თუ არა მეგის ქარდავას სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს

უკრაინული მხარის იურისდიქციაშია, ყალბი საბუთების ქონის გამო დააყენებს თუ არა მეგის ქარდავას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს, – ასე უპასუხა მეგის ქარდავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა კითხვას, რამდენად მოსალოდნელია, ქარდავას მიმართ სისხლის სამართლის საქმე უშუალოდ უკრაინაც აღძრას იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მას სხვადასხვა ქვეყნის ყალბი პასპორტი აღმოაჩნდა.

როგორც ველიჯანაშვილმა აღნიშნა, სისხლის სამართულებრივი პასუხისმგებლობის დაყენება ხდება იმ ქვეყნის მიერ, სადაც სამართალდარღვევას აქვს ადგილი.

”ამ შემთხვევაში სხვადასხვა ვარიანტი არსებობს. შესაძლოა, უკრაინულმა სასამართლომ მიიჩნიოს, რომ თუ ახალი გარემოება გამოვლინდება, დაკისრებული სასჯელი მოიხადოს ამავე ქვეყანაში, ან მხოლოდ ჯარიმა შეუფარდოს, ან მოახდინოს ექსტრადირება საქართველოში და იქ გამოვლენილი გარემოებისთვის სასჯელი მოიხადოს აქ”, – განაცხადა ველიჯანაშვილმა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მეგის ქარდავას დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დაკავებული საქართველოს მოქალაქე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე, 138-ე და 144-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო 2012 წლიდან იძებნებოდა.

„საქართველოს დაკავებულ მოქალაქეს თან აღმოაჩნდა სხვადასხვა სახელებზე გაფორმებული უკრაინის ორი, ლატვიის – ერთი და ბელიზის ერთი ყალბი პასპორტი, ასევე მეზღვაურის ყალბი დამადასტურებელი მოწმობა, რომლითაც ის უკრაინის და სხვა ქვეყნების საზღვრებს კვეთდა.

ივანო-ფრანკოვსკის ოლქის გალიცკის რაიონული სასამართლოს დადგენილებით, საქართველოს მოქალაქეს 40-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. დაწყებულია სამშობლოში მისი ექსტრადირების პროცედურა“, – ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიარასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულისათვის ბრალდებულს სასამართლომ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
შემდეგი სტატიასაყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში კარდიოქირურგიის, ზოგადი ქირურგიის და ნეიროქირურგიის მიმართულებით ცვლილებები იგეგმება